воскресенье, 10 сентября 2017 г.

ტრენინგის 9 დღე

   ეს  ტრენინგ-მოდული დამეხმარა გავცნობოდი  პროექტებით  სწავლებას, მის დადებით  მხარეს.  გავეცანი, რომ  ასეთ  სწავლების  დროს  მოსწავლე  თავად  არის  ჩართული  სასწავლო  პროცესში,  ხოლო  მასწავლებელი არის ფასილიტატორის  როლში.
პროექტული სწავლებისას მოსწავლეებს  უვითარდებათ  21- საუკუნის  უნარ-ჩვევები.  კურსის  გავლისას გავეცანი  სხვადასხვა  სახის  შეფასებებს,  შეფასების  რუბრიკებს,  ჩეკლისტებს,  რომლის  საშუალებითაც  მოსწავლეები  ადვილად  შესძლებენ  მოცემული  დავალების  შესრულებას და  მიიღებენ  უკუკავშირს.  ტრენინგის  მსვლელობისას შევასრულე მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი,  რომელიც  მოსწავლეს  დაეხმარება დავალების სწორად  შესრულებაში.
               ამ მოდულით ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს  განუვითარდეთ მაღალი  დონის  სააზროვნო  უნარები  და  სასწავლო  პროცესში  მოსწავლეთა  ჩართულება.  ვისწავლეთ, როგორ  შევქმნა  ტექნოლოგიებით გამდიდრებული  სასწავლო პროექტი,  როგორ  განვსაზღვროთ  საჭირო  დრო.
    მოდული  იყო  ძალიან  საინტერესო  და მნიშვნელოვანი.
                უდიდესი  მადლობა  ქალბატონ  დიანას….

ტრენინგის 8 დღე

დღევანდელ  მოდულში  გავეცანით  შემდეგ  საკითხებს: ფასილიტაციისათვის  შევქმენით  ელექტრონული  სავარჯიშოები. შევქმენით  მოსწავლის  მხარდაჭერისთვის  ელექტრონული  სავარჯიშოები, რათა  მოსწავლემ  შეძლოს  დამოუკიდებლად  მუშაობა.  ასევე  განვიხილეთ  დიფერენცირებული  სწავლების  მეთოდები.
ტრენინგის 7 დღე


        ეს მოდული დამეხმარა  გამეანალიზებინა  მოსწავლეზე  ორიენტირებული  შეფასების  ფორმები  რამდენიმე  თვალსაზრისით.  კერძოდ  ვისწავლეთ  ჩეკლისტის და რუბრიკის  შექმნა.  განვიხილეთ  მე-5, მე-6, მე-7  მოდული.ფასილიტაციისათვის  შევქმენით  ელექტრონული  სავარჯიშოები.გეგმაში  შევიტანე  ცვლილებები.
ტრენინგის 6 დღე

დღევანდელ დრეს შევისწავლე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნის, შეფასების, პრეზენტაციის, პუბლიკაციის ვარიანტები. სავარაუდოდ ნაშრომის შესასრულებლად უნდა ვიცოდეთ რა უნარჩვევებს ფლობს მოსწავლე და ვამუშავებთ იმ ჩარჩოში,რაც მას შეუძლია. საუბარი გვქონდა ბროშურის რუბრიკაზე,შემდეგ შევასრულეთ პრაქტილულად. ტრენინგი დღესაც საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
ტრენინგის 5 დღე

განვიხილეთ მესამე მოდული, რაც დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტის სწავლების პროცესში. გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას.შევისწავლეთ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების იოლი გზა.ყოველი დღე უფრო და უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა,რასიც წვლილი მიუძღვის ჩვენს ენერგიულ ტრენერს ქალბატონ დიანა მიქაძეს.მადლობა მას.

ტრენინგის 4 დღე
ტრენინგის 3 დღე

დღევანდელ დღეს მართალია ძალიან დავიღალე, მაგრამ ძალიან სასარგებლო ნაყოფიერი იყო.გავეცანი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მაგალითებს,ასევე გავეცანით ზოგადი,თემატური შინაარსობრივი კითხვების გარჩევას.ტრენერმა გაგვაცნო ძალიან ბევრი და საინტერესო გეგმები,რაც დაგვეხმარება პროექტის შედგენაში.რისთვისაც დიდი მადლობა ქალბატონ დიანას.

ტრენინგის 2 დღე


        დღევანდელი დღეც წინა დღის მსგავსად საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა.ვისწავლე ბლოგის შექმნა და მასზე რეფლექსიის ატვირთვა.გავეცანით პროექტების მოთხოვნებს და ვისაუბრეთ ბროშურების შექმნაზე.
ტრენინგის 1 დღე

დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მეცადინეობა დაიწყო ვიდეო მასალის ჩვენებით რათა წარმოდგენა შეგვქმნოდა პროექტის შექმნაზე.ასევე გავეცანი ელექტრონულ წიგნს,რაც ძალიან დამეხმარება მუშაობის დროს.ტრენერი ჩვენთვის გასაგებად საუბრობდა და ბევრი რამ რაც რთულად მეჩვენებოდა ბევრად გამიადვილა და ამისთვის ქალბატონ დიანას მადლობა.